“მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც ხარისხზეც აისახა”- გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ერთა ლიგაზე უკრაინასთან წაგების (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის.

მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც ხარისხზეც აისახა და ვერცერთმა გუნდმა სასურველ დონეზე ვერ ითამაშა, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო შეხვედრაში მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ.

დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ უკრაინასთან შეხვედრას და შემდეგ თამაშს ალბანეთთან საკუთარ მოედანზე უკეთ ჩავატარებთ. უკრაინასთან მარცხმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია“– განაცხადა გურამ კაშიამ.

 

მსგავსი თემები