,,პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ” – გერმანელი დეპუტატი

,,პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა ანიკო გლოგოვსკი-მეტრენიმ ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას განაცხადა.

,,ქართული ოცნება” გადაიზარდა ,,ქართულ კოშმარში”. სექტემბერში გამოცემული იქნა კანონები, რომლითაც ხდება განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია. მე მინდა გავავლო პარალელი რუსეთის ანალოგიურ კანონთან, ეს არის გარკვეული რევერანსი იმპერიალისტური მეზობლის მიმართ. პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. მე შევუერთდები დემონსტრანტების ძახილს ქუჩებში, არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროკავშირის რიგებში”, – აცხადებს ანიკო გლოგოვსკი-მეტრენი.

მსგავსი თემები