აბაშაში, ბანკის გაქურდვის მცდელობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, აბაშის ცენტრში, ,,კრისტალ ბანკში” შესვლა თავდამსხმელმა წინა კარიდან შეძლო. არსებული ინფორმაციით, მან ბანკის ინვენტარი დაამტვრია, მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერები. საცავი კი, რომლის გახსნასაც შემდუღებელი აპარატით (ე.წ. სვარკით) ცდილობდა, ვერ გახსნა.

მსგავსი თემები