რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრეზიდენტს 11 ოქტომბერს შეხვდება

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 11 ოქტომბერს შეხვდება. უკანასკნელად მათი შეხვედრა 2023 წლის დეკემბერში ვატიკანში შედგა.

„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისაც შეხვდება.

ზელენსკი დღეს ხორვატიაში „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ მესამე სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. სავარაუდოა, რომ უკრაინის პირველი პირი იტალიაში სწორედ ხორვატიიდან ჩაფრინდება.

მსგავსი თემები