მარნეულში 18 წლის ორსულმა მეზობლის სახლიდან ოქროულობა და თანხა მოიპარა

მარნეულში 18 წლის ორსულმა მეზობლის სახლიდან დიდი რაოდენობით ოქროულობა და თანხა მოიპარა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ ყველა მტკიცებულება და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადასცეს პოლიციას, თუმცა შესაბამის უწყებებს დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მათი თქმით, პოლიცია ქალს ფეხმძიმობის გამო არ იჭერს, ქალი კი ამბობს, რომ მოპარული ოქროულობა უკვე გაყიდა და უკან ვერ დააბრუნებს.

,,ჩემი სახლი გაქურდეს, 18 წლის ქალი შევიდა საცხოვრებელ სახლში და დიდი ოდენობით ოქრო და თანხა მოიპარა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სახლიდან ძვირფასი ნივთები დაიკარგა. ამიტომ სათვალთვალო კამერები დავაყენეთ. პოლიციამ თვითონ ძალიან კარგად იცის რაც მოხდა, რეალურად, თუმცა აქ კრიმინალი ისევ ყვავის. არაფრის იმედი არ გვაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ. ჩვენ გვითხრეს, რომ ახალგაზრდა ქალმა აღიარა, რომ ჩვენი სახლიდან თვეების მანძილზე არაერთხელ მოუპარავს თანხა 50-100 ლარის ფარგლებში, ახლა კი აცხადებს, რომ ოქროულობა რომელიც მოგვპარა უკვე გაყიდა და უკან ვერ დაგვიბრუნებს. ვის მივმართო არ ვიცი, დაუცველები ვართ. კანონში წერია, რომ ფეხმძიმობის გამო ადამიანები პასუხს არ აგებენ?”, – განაცხადა დაზარალებულმა.

მსგავსი თემები