გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ცი­გაო სპორ­ტის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. არსებული ინფორმაციით, ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი მძი­მე სენს ებ­რძო­და. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

,,ღრმა მწუ­ხა­რე­ბით ვა­ზი­ა­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის პრე­ზი­დენ­ტი­სა და მწვრთნე­ლის ვლა­დი­მერ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ტრა­გი­კულ ცნო­ბას. ამაყ­მა, ბა­კუ­რი­ა­ნელ­მა გა­აგ­რძე­ლა ოჯა­ხის სპორ­ტუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მელ­მაც სამი თა­ო­ბა გა­და­ა­ჯაჭ­ვა.

ფე­ლიქს ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის ვაჟ­მა, ვლა­დი­მერ­მა ტრა­დი­ცია ურ­ყე­ვი თავ­და­დე­ბით გა­ნაგ­რძო. მის­მა წვლილ­მა არა მარ­ტო ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ქარ­თუ­ლი სა­ცი­გაო სპორ­ტის მო­მა­ვა­ლი, არა­მედ გრძელ­ვა­დი­ა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე.

მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ვლა­დი­მერ. მოგ­ვე­ნატ­რე­ბი“, – ავრცე­ლებს სა­ცი­გაო სპორ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია.

ცნობისთვის, 2020 წელს ლატ­ვი­ის ქა­ლაქ სი­გულ­დის სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ვლა­დი­მერ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის მამა ფე­ლიქს ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი. ფე­ლიქს ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი იმ დრო­ის­თვის ცი­გა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფე­ლიქს ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი 2010 წელს ვან­კუ­ვერ­ნის ოლიმ­პი­ა­დის დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მო­ცი­გუ­რა­ვის ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის ბიძა და მისი მწვრთნე­ლი იყო.

მსგავსი თემები