ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შესახვედრად და უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

,,მე ჩავედი ხორვატიაში პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

პრემიერმინისტრ პლენკოვიჩთან ერთად განვიხილავთ თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობას, ფრონტზე დაჭრილი ჩვენი მეომრების რეაბილიტაციას და ასევე უკრაინის აღდგენას.

სამიტზე ,,უკრაინა+12″ ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის დაახლოებისა და მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად, ჩვენს ერთობლივ პასუხს პარტნიორებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე თანამშრომლობას EU-სა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები