ქარიშხალ ,,მილტონის” გამო, ჯო ბაიდენმა ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას ქარიშხალ ,,მილტონის” მიახლოების გამო.

,,შეიძლება, ეს იყოს ყველაზე საშიში ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს. ღმერთმა ქნას, ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ამჟამად ასე ჩანს”, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება დაამტკიცა.

ცნობისთვის, ქარიშხლის მოსალოდნელი მოახლოების გამო ფლორიდაში მილიონზე მეტი ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. სავარაუდოა, რომ ქარიშხალი ფლორიდის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპას დაატყდება.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში შტორმ ,,ჰელენის” შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. სტიქიას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები