უკრაინა-საქართველოს მატჩზე მსაჯთა ვინაობა ცნობილია

უეფამ ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მსაჯები დანიშნა. შეხვედრას, რომელიც 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება, მთავარი არბიტრი კი 39 წლის იულიან ვაინბერგერი იქნება.

ვაინბერგერს ავსტრიის ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს უკრაინა-საქართველოს შეხვედრის გაძღოლაში კი მას ანდრეას გაიდენრაიხი და მაქსიმილიან კოლბიჩი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის მოვალეობას შტეფან ებნერი შეასრულებს.

მსგავსი თემები