„ქართველებს არ სურთ ბრძანებები მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან”- ევროპარლამენტარი

„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ზოგიერთი იმედოვნებს შედეგების გადახედვას, რამაც შეიძლება, ქვეყანა ახალ მაიდნამდე მიიყვანოს და ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტსი, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

ტიერი მარიანი მიიჩნევს, რომ ეს სახიფათო პროცესია.

„ქართველებს არ სურთ ბრძანებების მიღება მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან. 26 ოქტომბერს მხოლოდ ქართველებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი. მათ ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ. ეს მამაცი ერი თავად აირჩევს თავის ბედს“, – აღნიშნა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები