“რასაც საქართველოში ვხედავთ ნაკლები არაფერია, ვიდრე დემოკრატიის ჩამოშლის განზრახ მცდელობა”- რიჰარდს კოლს

“რასაც საქართველოში ვხედავთ ნაკლები არაფერია, ვიდრე დემოკრატიის ჩამოშლის განზრახ მცდელობა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ე.წ. “უცხოური გავლების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, არა უბრალოდ არასწორია, არამედ სახიფათოა.

„ამ კანონებმა შემაკავებელი სიგნალი გაუგზავნეს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც. კანონები, რომლებიც რუსეთის სახელმძღვანელოდან არის მოდელირებული, მზად არის ჩაახშოს ოპოზიცია და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ხალხს, რომელიც დიდწილად მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა ამჟამინდელი მთავრობის ქმედებები ძირს უთხრის ამ მომავალს” – დასძინა ევროდეპუტატმა.

მსგავსი თემები