საბა ლობჟანიძე ლიონელ მესისთან ერთად საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა ნომინირებული

ატლანტა იუნაიტედის შემტევი საბა ლობჟანიძე MLS-ში საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა ნომინირებული. 29 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატის 29 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა, ჩრდილოამერიკულმა ლიგამ რეგულარული სეზონის MVP-ის წოდებაზე 34 ნომინანტს შორის დაასახელა.

ჯილდოზე საბასთან ერთად ნომინირებულნი ასევე არიან ინტერ მაიამის ვარსკვლავები: ლიონელ მესი და ლუის სუარესი, კრისტიან ბენტეკე (დი სი იუნაიტედი), ფედერიკო ბერნარდესკი (ტორონტო), რომან ბიურკი (სენტ ლუისი) და სხვები.

 

მსგავსი თემები