ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს ,,გამარჯვების გეგმა” წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს ,,გამარჯვების გეგმა” წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს და წერს, რომ ზელენსკი სენატორთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიტჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდნენ.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, უკრაინელი ჯარისკაცების პირველად საჭიროებებს, იარაღის ერთობლივ წარმოებასა და აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერის ძირითად მიმართულებებს დაეთმო.

„აქ, აშშ-ის დედაქალაქში, ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველი დღეებიდან დგანან უკრაინელების გვერდით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მადლობა სენატის თითოეულ წევრს ასეთი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები