“ევროკავშირი ნამდვილად არის გლობალური მშვიდობის პარტია”- გერმანიის ელჩი

“ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი, ის ნამდვილად არის გლობალური მშვიდობის პარტია” – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გერმანიის 3 ოქტომბერს, გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა 30 წელზე მეტს ითვლის. ის არის ფართო და ღრმა, დაფუძნებულია დემოკრატიასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეაზე. გასულ წელს მე აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. ის ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხს. მე მას დავეთანხმე, თუმცა გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, როგორიცაა ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება“ – განაცხადა მან.

 

“თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე”- ელჩი

მსგავსი თემები