იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 7 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 43 ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ ლომბარდიაშია, სადაც ინფიცირების 1 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში 539 კოვიდინფცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 372 799 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 36 289 ადამიანი.