ბინ ლადენის შვილი საფრანგეთიდან გააძევეს

ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი, ომარ ბინ ლადენი საფრანგეთიდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. გაძევების მიზეზი ომარ ბინ ლადენის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარები გახდა, რომლებიც ტერორიზმის განდიდების ელემენტებს შეიცავდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბინ ლადენის შვილს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ომარ ბინ ლადენი უკვე დეპორტირებულია, თუმცა დეტალები იმის შესახებ, თუ სად გააგზავნეს იგი, საფრანგეთის შსს-ს ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია.

მსგავსი თემები