რას ჰყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა.

,,ზაქარაიაზე მოხდა ეს ყველაფერი. მანდ გავდიოდი ზუსტად ეს ამბავი რომ მოხდა. ველოსიპედით მოდიოდა ბავშვი დაღმართზე, ძალიან ჩქარა. სასწრაფომ ვერ უშველა. ერთი 10-15 წთ ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ. ისეთი საშინელი სურათი იყო. ყველანი ვიყავით გადმოსულები მანქანიდან და ვტიროდით”, – წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები