გროზნო და სოხუმი “დაძმობილებული” ქალაქები გახდნენ

ქალაქ გროზნოში ხელი მოეწერა “შეთანხმებას”, რომლის მიხედვითაც გროზნო და სოხუმი “დაძმობილებული” ქალაქები გახდნენ. “შეთანხმებას” ხელი სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა მოაწერეს.

სოხუმი და გროზნო თანამშრომლობას აპირებენ სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე სპორტსა და ტურიზმში.

მსგავსი თემები