შესაძლოა, უკრაინა ნატო-ში ოკუპირებული ტერიტორიებით გაერთიანდეს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი განიხილავს შესაძლებლობას, რომ უკრაინა წევრად  ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად მიიღოს.

როგორც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, უკრაინის შემთხვევაში, არსებობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების პრობლემის მოგვარების გზები, თუ ის ალიანსის წევრი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად გახდება.

„შედარება შესაძლებელია, თუმცა, პარალელი 100%-ით სწორი არასდროს არის. მაგრამ შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. მაგრამ ისინი არ ვრცელდება კურილის კუნძულებზე, რომლებსაც იაპონია რუსეთის მიერ კონტროლირებად თავის ტერიტორიად მიიჩნევს”, – ამბობს  სტოლტენბერგი.

ის დასავლეთ გერმანიის მაგალითსაც იხსენებს, როცა აღმოსავლეთ გერმანიას დიდი გერმანიის ნაწილად განიხილავდნენ.

„მათ არ ჰქონდათ საელჩო აღმოსავლეთ ბერლინში. მაგრამ ნატო, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასავლეთ გერმანიას იცავდა. თუ არსებობს სურვილი და მზაობა, გამოსავლის პოვნაც შესაძლებელია. მნიშვნელოვანია საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, სად მოქმედებს მე-5 მუხლი, და უკრაინა მთელ ტერიტორიას უნდა აკონტროლებდეს ამ საზღვრამდე”, – აცხადებს სტოლტენბერგი.

 

მსგავსი თემები