სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს

ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს. ბენ გურიონის აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად თელ ავივში ორი ადამიანი დაშავდა. ქვეყნის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.

„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ თავდაცვისა და შეტევისთვის. ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვება“ – განაცხადა ჰაგარიმ.

ცნობისთვის, ისრაელში აფეთქებები ხმა ისმის. ისრაელის მედიის ცნობით,  ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

მსგავსი თემები