ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თბილისში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ სურთ ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს შუქრუთელების პრობლემების შესახებ.
მათივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა, აქედან გამომდინარე ისინი სოფლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი პარლამენტთან თითქმის ერთი თვეა შიმშილობს.