პუტინმა საშემოდგომო გაწვევას ხელი მოაწერა

პუტინის ბრძანებით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში 133 ათას ადამიანს გამოიძახებენ.

საშემოდგომო გაწვევა 18-30 წლამდე მოქალაქეებს შეეხებათ, ხოლო ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ, რეზერვში გადავლენ.

საშემოდგომო გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

ცნობისთვის, სამხედრო გაწვევა რუსეთში წელიწადში ორჯერ ცხადდება, გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

მსგავსი თემები