“შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს” – ცნობილმა მწვრთნელმა დვალიშვილის ბრძოლა შეაფასა

ლეგენდარული ჯორჯ სემპიერის მწვრთნელმა, ფირაზ ზაჰაბიმ Tristar Gym-ის YouTube-არხზე, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილის პერფორმანსი შეაფასა. ზაჰაბის თქმით, მერაბმა ბრძოლა ზუსტად ისე წაიყვანა, როგორც შონ ომალის წინააღმდეგ უნდა წარემართა. მან ქართველის ყველა საბრძოლო კომპონენტში შეაქო, თუმცა ნაკლზეც ისაუბრა.

“მერაბის კარდიო გასაოცარია, თუმცა ის ადრე ვერ ამთავრებს ბრძოლებს, ის ახლოც არ არის ფინიშთან. ეს მისი ნაკლია” – განაცხადა ზაჰაბიმ.

მსგავსი თემები