ზელენსკი ბაიდენს გარანტიებს სთხოვს-მედია

როგორც ბრიტანული გამოცემა „სანდეი თაიმსი“ წერს, უკრაინის „გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენისთვის აპირებს, მოიცავს გარანტიებს, რომ თეთრ სახლში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას რუსეთის პირობებით მშვიდობაზე დათანხმებას არ აიძულებენ.

გამოცემის ცნობით, ზელენსკის სურს, ამერიკული მხარდაჭერა „ტრამპისგან დაიცვას“.

სტატიაში ნათქვამია, რომ ზელენსკი ცდილობს, მოიპოვოს მისი გეგმის მხარდაჭერა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციისგან და ამასთან, თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც კიევს შეიძლება, აიძულონ არახელსაყრელი პირობებით დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან.

„მოდით, ყველაფერი ეს გავაკეთოთ დღეს, ვიდრე თანამდებობებს იკავებს ყველა ოფიციალური პირი, რომელთაც უკრაინის გამარჯვება სურთ“, – ციტირებს ბრიტანული გაზეთი უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს.

მსგავსი თემები