ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მრავალსართულიან კორპუსში, სადაც გადახურვითი სამუშაოები რამდენიმე დღეში სრულდებოდა, ხანძარი გაჩნდა. სრულად დაიწვა გადახურვითი კონსტრუქცია, დაზარალდნენ მე-5 და მე-4 სართულზე მცხოვრები ადამიანები. ქალაქის მერიამ კორპუსს დროებით ე.წ ბრეზენტი გადააფარა, რაც მოსახლეობის თქმით, კორპუსს წვიმის დროს ვერ დაიცავს და წყალი დააზიანებს სხვა სართულებსაც.

,,2 ცალი 5 მეტრიანი ბრეზენტი ეყოფა ამხელა სახურავს? ბრეზენტის იმედი როგორ უნდა გვქონდეს?”.

,,რომ გაწვიმდეს ჩამოვიქცევით ჩვენც. ვითხოვთ, რომ არ დავზარალდეთ”.

,,ფეროს ჭამს მთელი საქართველო ზესტაფონის გარდა. ამათ სახანძრო არ ჰქონდათ, შემშურდა თერჯოლის და ხარაგაულის, რომ შევხედე მშვენიერი სახანძროები იყო. ამათმა შლანგები ვერ გაშალეს, წყალი გამოდიოდა, ვიხვეწებოდით კიბე გაშალეთო და კიბეც არ ჰქონდათ”.

,,იმის გათვალისწინებით, რომ ზესტაფონში არ არის წყალი, სახურავზე იდგა ბაკები, რომელიც ცეცხლის შედეგად დაზიანდა და მთელი ეს წყალიც ჩაიღვარა და ფაქტობრივად ჩამოირეცხა ხუთივე სართული. 3 დღის განმავლობაში ადამიანებს არ აქვთ შუქი , არ აქვთ კომუნიკაციები და ამ პირობებში, ღია ცის ქვეშ, ისე რომ კორპუსს სახურავი არ აქვს, უწევთ ცხოვრება. მოსახლეობის მოთხოვნაა რომ ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს”, – ამბობენ ადგილობრივები.

 

მსგავსი თემები