მსახიობ კესარია აბრამიძის ახლო მეგობარი, თაია ჭიჭინაძე, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გმობს ტრანსგენდერი ქალის დაკრძალვის დღეზე გადაღებული ფოტოების გასაჯაროებას.
„მესმის, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მაგრამ ხალხო, რატომ კადრულობთ მიცვალებულის ფოტოების ფრიალს მაშინ, როდესაც შვილმკვდარმა დედამ გთხოვათ ყველას, რომ არ გადაგეღოთ. იმ ადამიანებს გვეცით პატივი, ვისაც გვიჭირს კესარიას ამ მდგომარეობაში ყურება“, – წერს თაია ჭიჭინაძე.