მასობრივი სროლა-ალაბამას შტატში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

მასობრივი სროლის გამო, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას მსროლელების შესახებ, რომლებმაც ქალაქის სხვადასხვა ადგილას მოაწყვეს თავდასხმა მოქალაქეების ჯგუფებზე. პოლიციისვე ცნობით, მოკლული მოქალაქეებიდან ორი კაცი და ერთი ქალი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით, კლინიკაში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით. კრიტიკულია კიდევ ორთი ჰოსპიტალიზებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მასობრივი სროლის მომწყობები პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.

 

მსგავსი თემები