,,არაფერი არ ვიცოდით, ტელევიზორში ვნახე რომ დაუჭერიათ” – რას ამბობს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი სენაკში

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავა. მისი ოჯახის წევრები, რომლებიც სენაკში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ამ ურთიერთობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან ბექა ჯაიანი წლებია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

,,ბექა იანვრის მერე აქ არ ყოფილა. არაფერი არ ვიცოდით. ოჯახი თბილისშია 10 წელია, მეორე ბავშვი სწავლობს იქ. ბექა, სადღაც დაწესებულებაში მუშაობდა დაცვად. ტელევიზორში ვნახე, რომ დაუჭერიათ,” – აცხადებს ბექა ჯაიანის ოჯახის წევრი.

მეზობლების თქმით, ჯაიანი დიდი ხანია სენაკში არ ყოფილა და მასთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ.

სენაკში, ბექა ჯაიანის საცხოვრებელ სახლში პოლიციას გასულ ღამეს იმყოფებოდა. ჯაიანის მამა თბილისში საგამოძიებო უწყებაში წუხელ გადაიყვანეს გამოკითხვაზე.

 

მსგავსი თემები