,,მიტინგების დარბევისას გამოვლინდა, ერთ-ერთი ზონდერი იყო” – კესარია აბრამიძის მეგობარი

კესარია აბრამიძის მეგობარი, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ჯაიანის შესახებ საუბრობს და იმ ფაქტებს იხსენებს, რასაც მკვლელობამდე ჰქონდა ადგილი.

,,ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, ერთ-ერთი ზონდერი იყო, ვინც ხალხს სიამოვნებით ურტყამდა. ეს რომ დაინახა გაწყვიტა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი ქვეყნიდან იყო წასული, მეგობართანაც იყო წასული. რაღაც პერიოდის მერე რომ დაბრუნდა, იმან არ მოისვენა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ მე შენ ესე გამაგიჟე, მომწონხარ, ვიღაცები მეუბნებიან რომ გადაკეთებულ ქალთან ხარ. თან არავინ არ მაინტერესებს, ჩემი უნდა იყო ცოლად უნდა მოგიყვანოო, თან ოჯახი. ასეთი რომ ვარ შენი ბრალიაო”, – ამბობს იაკობ მამულია ,,მთავართან”.

მსგავსი თემები