,,გამარჯვების გეგმა სრულად მზად არის” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ,,გამარჯვების გეგმა” უკვე სრულად არის მომზადებული.

,,დღეს კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული – იდენტიფიცირებულია ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, საჭირო დანართები გეგმის დეტალებით. ყველაფერი მოგვარებულია. ახლა მთავარია მისი განხორციელების გადაწყვეტილება”, – ამბობს ზელენსკი.

მისი თქმით, მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს და არ შეიძლება იყოს, ომის გაყინვა ან რაიმე სხვა მანიპულაცია, რომელიც უბრალოდ სხვა ეტაპზე გადაიყვანს რუსეთის აგრესიას.

,,ჩვენ გვჭირდება საიმედო და გრძელვადიანი უსაფრთხოება უკრაინისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ”, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობილია, რომ ზელენსკი ამ გეგმას ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობს.

მსგავსი თემები