,,სალომე ზურაბიშვილმა, გამოხატა წყენა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა გამოხატა წყენა, რომ ,,რადიკალურ ოპოზიციას” გუშინ აქცია ,,ჩაუვარდა”.

„როგორც ჩანს, ამით მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა, მაგალითად, ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ, ჩაეკითხოთ, აი, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ, ეწყინა მათი წარუმატებლობა“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ,  სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ გეგმებს, არაფერი აქვთ საერთო  ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.

https://mcm.ge/153351/

მსგავსი თემები