„არა კრემლის დიქტატს”-პარლამენტთან აქცია იგეგმება

„არა კრემლის დიქტატს” – ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” საპროტესტო აქცია აანონსებს. ახალგაზრდები  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების პასუხად 15 სექტემბერს, 19:00 საათიდან, პარლამენტთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ, ინფორმაცია „დაფიონის“ „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. ამით მან ქართველი მებრძოლი გმირები გაუთანაბრა ტერორისტებს და ოსი ხალხი გენოციდში დასდო ბრალი! მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოს და აფსუა სეპარატისტებს. ეს არის საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფა! სულში ჩაფურთხება! ხვალ, 15 სექტემბერს, 19:00 საათიდან ვიკრიბებით პარლამენტთან. კოლაბორანტებს პასუხი უნდა გაეცეთ!“ – აღნიშნულია „დაფიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

მსგავსი თემები