ჯუჯა ჰიპოპოტამმა ვიზიტორების რიცხვი გააორმაგა

ტაილანდში, პატარა ჰიპოპოტამმა უამრავი ადამიანის გული მოიგო. ზოოპარკის ხელმძღვანელობის ცნობით, მას შემდეგ, რაც ივლისში პატარა ჰიპო დაიბადა, ვიზიტორების რიცხვი გაორმაგდა. გულშემატკივრების ნაწილი ხანდახან ცუდადაც იქცევა – როცა პატარა ჰიპოს სძინავს, გასაღვიძებლად კენჭებს ესვრიან და წყალს ასხამენ.

ზოოპარკმა გადაწყვიტა შესაბამისი ზომები მიეღო – დაამონტაჟა სათვალთვალო კამერები და ყველას, რომელიც პატარა ჰიპოს ცუდად მოექცევა, სამართლებრივად დასჯა ელის.

Moo Deng-ი ჯუჯა ჰიპოპოტამების ჯიშს მიეკუთვნება და კლასიფიცირებულია, როგორც “გადაშენების პირას მყოფი”.

მსგავსი თემები