„ბუდუ შეუჩერებელია“- ზივზივაძემ ანალიტიკოსებისგან საუკეთესო შეფასება მიიღო

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა 6 გოლით დავაში ლიდერობს. ზივზივაძემ კიდევ ერთი დუბლი შეასრულა და „შალკეს” კარი ორჯერ აიღო. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა საკუთარ გუნდს გერმანიაში ახალი გამარჯვება მოუტანა.

ბუდუს თამაში ფეხბურთის ანალიტიკოსებმა უკვეე შეაფასეს, როგორც მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო.  ბუდუ შეუჩერებელია – წერს მედია ეროვნული ნაკრების  ფეხბურთელზე. ამ მომენტისთვის, გერმანული კარლსრუე 13 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი თემები