ამერიკელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნები უკრაინაში ჩავიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი უკრაინაში იმყოფებიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება იქნება.

 

მსგავსი თემები