ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მსგავსი თემები