სოლიდარობა აფგან სადიგოვს! – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

,,სოლიდარობა აფგან სადიგოვს!”, – ამ მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს. საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად იკრიბებიან სადიგოვის ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროტესტის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს, რადგან მას იქ პატიმრობა და წამება ემუქრება.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ის ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ  საქართველოში ჩამოვიდა. ,,ოცნების” ხელისუფლება კი სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გეგმავს.

მსგავსი თემები