ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის 32 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და ტერიტორიაზე მისულ მძიმე ტექნიკას, ბეტონის მანქანებს, სამუშაოების შესრულების უფლებას არ აძლევენ.

მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებლობა მათ საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის. სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, იყო შეხლა-შემოხლა. ცოტა ხნის წინ მისამართზე მივიდა პოლიციაც.

,,როგორც კი წავიდა პოლიცია იმ წამსვე დაიწყეს ჩასხმა ბეტონის, ჩვენ ვაპროტესტებთ ჩასხმას, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენი უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის დადასტურებული სამხარაულის ორი დასკვნით, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ვითხოვთ ჩვენი სახლის გამაგრებას. ჩვენ სახლს გაუჩნდა ბზარები, ეზო ჩაინგრა, ეზოში, საპარკინგე ადგილზე გაჩნდა ბზარები, მთელ კედელზე სადარბაზოში, ვითხოვთ შესაბამის გამაგრებას”, – ამბობს ადგილზე მცხოვრები.

მსგავსი თემები