იტალიაში მწვრთნელი მინდორზე შევარდა და მეტოქის მცველი წააქცია

იტალიაში მეექვსე დივიზიონის მატჩში „პონტასიევესა“ და „სუბიანოს“ შორის გააძევეს სტუმრების ერთ-ერთი მწვრთნელი ანდრეა ბენედეტი.

54 წლის სპეციალისი მინდორზე შეიჭრა და წააქცია მეტოქე ფეხბურთელი, როცა ის მეკარესთან პირისპირ გადიოდა.

ჯარიმის შემდეგ ბენედეტიმ, რომელიც 2008-11 წლებში ასისტენტად მუშაობდა „ფიორენტინაში“, ხელები გაშალა, თითქოს თავისი საქციელისთვის ბოდიშს იხდიდა. მაგრამ ამან მწვრთნელს ვერ უშველა – მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. გულშემატკივრები მოუწოდებენ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს ბენედეტის.

მსგავსი თემები