“გაერო მზადაა, მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ნებისმიერ შეთანხმებას”- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გუტერეშმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ისრაელი გაერო-ს ამ როლს დათანხმდეს.
„რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც საერთაშორისო საზოგადოება მოგვთხოვს, თუმცა საკითხავია, მიიღებენ თუ არა ამას მხარეები, მიიღებს თუ არა ამას ისრაელი“- აღნიშნა გუტერეშმა.
ამასთან, გუტერეშმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას.
„ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ღაზაში ვხედავთ, უპრეცედენტოა ჩემი გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. არასდროს მინახავს სიკვდილისა და ნგრევის ასეთი დონე, როგორსაც ბოლო თვეების განმავლობაში ღაზაში ვხედავთ“- განაცხადა გუტერეშმა.