თვითმფრინავის აფრენას ზღარბმა შეუშალა ხელი

თვითმფრინავმა, ზღარბის გამო, გერმანიის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენა ვერ შეძლო. როგორც გაირკვა ზღარბი ასაფრენ ბილიკზე იმყოფებოდა.

Bild-ის ცნობით, როდესაც B&F FK 9 ულტრამსუბუქი თვითმფრინავი საწვავის შევსების შემდეგ, ასაფრენ ბილიკზე გავიდა, იქ ეკლიანი ცხოველი აღმოაჩინა, რომელიც, როგორც პილოტებმა განაცხადეს, „საკვების ძიებით იყო დაკავებული და არ სურდა თვითმფრინავისთვის ადგილის დათმობა“.

ზღარბის ბილიკიდან გაყვანა მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა.

მსგავსი თემები