„უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა”- ზელენსკი

„უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე – “ამბროზეტი” განაცხადა.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, უსაფრთხოების კავშირის, ნატო-ს ალიანსის ნაწილი.

“რას გვაძლევს ეს? ეს შეუძლებელს ხდის რუსეთის ან ვინმეს აგრესიის დაბრუნებას”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები