მე-3 თვეა, სოფელ ზემო მაღაროში დაკარგულ ქალს ეძებენ

მე-3 თვეა, კახეთში, სოფელ ზემო მაღაროში, დაკარგულ ქალს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაცით, თამრია გულოშვილი სახლიდან 17 ივნისს გავიდა.

,,თამრია გულოშვილი ჯებირაშვილი ჩემი დაა, არ ვიცი რა ვთქვა და სამწუხაროდ ბევრი რამის თქმაც მინდა, რა მოიმოქმედა ჩვენმა სამართალდამცავებმა ამ ქალის მოსაძებნად. რა გახდა, ეს ქალი რომ ვერ იპოვეს ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი, ვწუხვართ მთელი სანათესაო მაგრამ ამაოდ, სად გაქრა, სად ჩაიყლაპა ეს ქალი. იქნებ შეწუხდეს ჩვენი სამართალდამცავები, იმედს არ ვკარგავ რამეს მოიმოქმედებენ ქალი სრულ ჭკვაზე იყო ნორმალური აზროვნებით T:557760729 ან T 568908407”, – ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

მსგავსი თემები