პაკისტანში მეწყერს 12 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ჩამოწოლილ მეწყერს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქია ზემო დირის რაიონში მოხდა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა.

ჩინური მედიის ცნობით, დაღუპულები, რომელთა შორის სამი ქალი, ექვსი ბავშვი და სამი მამაკაცია, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ ეძინათ, როცა მეწყერი მათ სახლზე ჩამოწვა.

ყველა ცხედარი ნაპოვნი და ნანგრევებიდან ამოყვანილია. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. პაკისტანის ზოგ რაიონში კვლავ გადაუღებლად წვიმს.

მსგავსი თემები