იაპონიაში მეგამიწისძვრას ელოდებიან

იაპონიაში მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.  „ბიბისის“  ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიაში მოსალოდნელი მეგამიწისძვრის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. განცხადებაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფხიზლე შეინარჩუნონ, თუმცა ხაზგასმულია, რომ გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია.

ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. თუმცა, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც ამ მიწისძვრის ეპიცენტრი ნანკაის ღრმულის სიახლოვეს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობდა, რომელიც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივაა გადაჭიმული.

 

მსგავსი თემები