მოქალაქეებს, რომლებსაც კურსკის ოლქის დატოვება მოუწევთ ვლადიმერ პუტინი 10 000 რუბლს გადაუხდის

კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი (116 აშშ დოლარი) გადაეცემათ. ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერანტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან საუბარში განაცხადა.

“მთავრობის მეთაურთან [მიხაილ მიშუსტინთან] სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. ჩავთვალოთ, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. და შესაბამისი რესურსები გამოიყოფა” – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები