„კივილის ხმა მოგვესმა, ვაიმე, დედა, გვიშველეთო” – თვითმხილველები ბათუმში მომხდარ დაჭრაზე

ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა კაჩენსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი გოგო და ორი ბიჭი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. გაიგეს კივილის ხმა. სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

„კივილის ხმა მოგვესმა… ვაიმე, დედა, გვიშველეთო, მერე სასწრაფო გამოიძახეს… სამივე რესტორნის თანამშრომლები არიან. მეტი არაფერი ვიცი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ჩემი თანამშრომლები არიან დაჭრილები. მე ვმუშაობდი და სროლის ხმა რომ ატყდა, გამოვედი. ერტია მხოლოდ საოპერაციო. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- მეტი არაფერი ვიცი, ამბობს დაზარალებულების კოლეგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით.

მსგავსი თემები