,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა წავიდეს ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც” – მედვედევი

,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა წავიდეს ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც”, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი და რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს უკრაინაში ომს.

,,ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შეგვიძლია და საჭიროცაა ჯერ კიდევ არსებულ უკრაინის მიწებზე წასვლა, ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორსაც. შეგვიძლია და საჭიროცაა ღიად საუბარი, მორიდებისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე”, – წერს მედვედევი.

მსგავსი თემები