,,თარიღთან დაკავშირებული მანიპულაციით, ისინი ცდილობენ თავი დააღწიონ იმ ბრალდებებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს მათთან” – არჩილ თალაკვაძე

,,თარიღთან დაკავშირებული მანიპულაციით, ისინი ცდილობენ თავი დააღწიონ იმ ბრალდებებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს მათთან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ის ძალაა, რომელმაც ომის დასრულებიდან მალევე, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო დებულებები იყო შეტანილი.

„ბრძოლის ველზე ჯარისკაცების მიტოვება, ეს არის საკუთარი მოსახლეობის მიტოვება საომარ ზონაში, იარაღის ჩაბარება და შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დებულებებს მოეწერა ხელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები