მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. მათი კიდევ ერთხელ გაიხსენეს 16 წლის წინანდელი მოვლენები.

2008 წლის ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების მამა ყვება, რომ 11 წლის იყო გია და 7 წლის გელა, ცხინვალიდან დევნილები როცა გახდნენ. ვერ აიტანეს ეს ამბავი, რომ ოსებმა და რუსებმა ეს საქმე გაგვიკეთეს რა, გამოგვასახლეს უფრო სწორად. იმის შემდეგ სულ იმას ფიქრობდნენ, რომ ერთადერთი ჩვენი მსახური არის ჯარისკაცობაო.

,,რისთვისაც ჩემმა შვილებმა სისხლი დაღვარეს, რუსებისკენ რომ მივდივართ ეგ არ მომწონს მე. ჩემთვის მიუღებელია ეგ ამბავი. გავა წლები, მოვა დრო ისეთი, რომ დააფასებენ ისე, როგორც საჭიროა ჩემ შვილებს და არა მარტო ჩემ შვილებს”, – თქვა გია რომელაშვილმა.

ძმები ცხინვალში დაიღუპნენ, მათი ცხედრები ოჯახს არ აქვს.

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძემ თქვა, რომ ყოველი აგვისტო მისთვის მძიმეა.

,,განცხდები იგივეა, ისევ მძიმეა ჩვენთვის და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად მძიმედება რა თქმა უნდა, არ ვიცი, ჩმეტვის ყოველი აგვისტოს დასაწყისი უკვე… მძიმედ იწყება ყოველთვის აგვისტო, მითუმეტეს გიორგის აგვისტოში დაბადების დღეც აქვს. გიორგი 18 აგვისტოს 40 წლის გახდება”, – თქვა მან.

 

მსგავსი თემები